суббота, 29 июня 2013 г.

1.      პროექტის სახელწოდება:  იოდი სასმელ წყალში.
2.      პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეთა მიერ იოდის რაოდენობის განსაზღვრა სასმელ წყალში,მისი მნიშვნელობის გაცნობიერება ადამიანის ჯანმრთელობისათვის და მისი დეფიციტით გამოწვეული დაავადებების შესწავლა.
3.      პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქიმიურ ელემენტ იოდს(I2), მის თვისებებს,გავრცელებას ბუნებაში  და მნიშვნელობას ადამინის სასიცოცხლო პროცესებისათვის; ეწვევიან ჩვენი ქალაქის წყალმომარაგების სპეციალურ სამსახურის ლაბორატორიას,დაადგენენ იოდის ნორმებს სასმელ წყალში და ყოველივე ამის შემდეგ დაიწყებენ კვლევას: მოსწავლეები აიღებენ წყლის სინჯებს რეგიონის სხვადასხვა სასმელ წყალში და ლაბორატორიაში დაადგენენ, თუ რომელი რაიონის სასმელი წყალი განიცდის იოდის დეფიციტს. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას იმ დაავადების შესახებ, რომელიც გამოწვეულია იოდის ნაკლებობით. ეწვევიან რეგიონის ჯანმრთელობის ცენტრს და აღნუსხავენ რეგიონში ჩიყვით დაავადებულთა რაოდენობას. ყოველივე ამის შემდეგ მოსწავლეები დაისახავენ მიზნად: აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოახდინონ იმ რაიონების მოსახლეობის ინფორმირება,რომელთა სასმელ წყალშიც აღინიშნებოდა იოდის დეფიციტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან ბუკლეტებს და დაარიგებენ მოსახლეობაში,რათა მათ შეძლონ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვა და დაავადების თავიდან აცილება.
4.      მონაწილთა ასაკი/კლასები:  12-13 წელი 
5.      ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე
6.      პროექტის შესაძლო აქტივობა კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება და გაანალიზება,პრეზენტაცია,დისკუსიის გამართვა,სტატისტკური მონაცემების შეგროვება,ფოტომასალების შეგროვება. ქიმიის ლაბორატორიაში ცდების ჩატარება (წყლის ანალიზი)
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების,კომუნიკაციის,აზრთა ურთიერთგაზიარებისა და შეჯერების,დაკვირვების უნარ-ჩვევები.უჩნდებათ ახალი იდეები და აზრები,რომლებსაც ნათლად და ეფექტურდ გამოხატავენ,როგორც წერილობით,ასევე სიტყვიერად.ეფექტურად მუშაობენ ჯგუფურად და ახდენენ ამის დემონსტრირებას.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ქმნიან ელექტრონულ ჟურნალს და ვებ-გვერდს. აკეთებენ ფოტოების ვიდეოკოლაჟს და სოციალურ ქსელის საშუალებით მოახდენენ თანატოლების ინფორმირებას აღნიშნული პრობლემის შესახებ.
8.      სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეების მიერ გამოცემული ბუკლეტების საშუალებით,რეგიონის მოსახლეობა ინფორმირებილი იქნება მათი მოხმარებული სასმელი წყლის შედგენილობის შესახებ და შედეგად შეეცდებიან მოახდინონ დაავადების თავიდან აცილება საკვები რაციონის საშუალებით.
9.      სამუშაო ენა:  ქართული
10.  საგნები/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ბიოლოგია/ქიმია/ისტ
11.  პროექტის ფასილიტატორი: ინგა ალავერდაშვილი
12.  პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:  inga.alaverdashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი: http:/ingaalaverdashvili.blogspot.com
/http://lemill.net/methods/proeqtis-shefasebis-rubrika-36/base_view